კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონში,  სოფელ დიღომში,  ვაშაძის ქ. N 21-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წყალსადენის  მაგისტრალურ ქსელზე ,   ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაზიანდა. GWP-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური  ჯგუფი და მოსამზადებელი  სამუშაოები მიმდინარეობს.  შედეგად, დაზიანებული ურდული,  ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულით შეიცვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში,  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 5 აპრილის, 23:00 საათიდან,  6 აპრილის, დილის 08:00  საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: დიღომი 7 და ნუცუბიძის მიკრორაიონებს, ვაჟა ფშაველას კვარტლებს,  ჯიქიას, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები