შსს-მ ადვოკატის დაყაჩაღების ფაქტზე 4 პირი დააკავა
შს სამინისტრომ თერჯოლის რაიონ სოფელ ჭოგნარში ადვოკატის დაყაჩაღების საქმე გახსნა. სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. დაკავებულთა სახლის ჩხრეკისას გატაცებული ნივთები და უკანონო იარაღი ამოიღეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ადვოკატის ოჯახს უცნობი პირები 2 აპრილს დაეხსნენ თავს.