გამომძიებლებმა გელა ხვედელიძე დაკითხეს

გამომძიებლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე – გელა ხვედელიძე დაკითხეს. როგორც“კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამომძიებლები გია ხვედელიძესთან კლინიკაში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები საკუთარ სახლთან დაესხნენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გელა ხვედელიძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს ხვედელიძის მეუღლე – მარეხ ფერაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები