ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჰორასანი-ეზავის პროვინციაში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Fars-ი იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში რამდენიმე სოფელი მდებარეობს. ნგრევა 7 დასალებულ პუნქტში დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამაინი.
ამჟამად ადგილზე სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები მიდიან, რათა ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ადგილზე შეისწავლონ.