კონსტანტინე კორძაძემ 2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა წარადგინა

დღეს, ბოლნისში, გამგეობის გაფართოებულ თათბირზე , არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა 2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა წარადგინა. კონსტანტინე კორძაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებს, სამსახურის უფროსებსა და გამგეობის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს პირველ კვარტალში დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
გეგმაში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი და ცენტრალური (რეგფონდი, მთის ფონდი) ბიუჯეტიდან დაგეგმილი პროექტები წინა წლის ფაქტიურ შესრულებებთან შედარებითი ანალიზით.
2017 წელს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაგეგმილია 32 ობიექტზე საერთო სამშენებლო ღირებულებით 4775000 ლარი. მათ შორის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 1365000 ლარი, 3 გზისა და 2 სანიაღვრის რეაბილიტაციისთვის და 200 000 ლარი მთის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით 1 გზის კეთილმოწყობისთვის.
დაბა კაზრეთში წელს შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ იგეგმება ბეტონის საფარის მოწყობა. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 9800.
ბეტონის საფარის მოწყობა სოფელ მამხუტიდან ქვემო არქევანისკენ მიმავალი გზაზეც. სავარაუდო ბენეფიციართა რაოდენობა 1410.
წელსვე ქალაქ ბოლნისში გიორგი სააკაძის ქუჩაზე ბაზალტის ქვაფენილის საფარი მოეწყობა.
რაც შეეხება სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობას, 2017 წელს სოხუმის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის წუჩების სანიაღვრე სისტემების მშენებლობა განხორციელდება.
შიდა გზები, სანიაღვრე სისტემებისა და ხიდების რეაბილიტაციის კუთხით 2017 წელს დაგეგმილია 2974000 ლარის სამშენებლო ღირებულების 10 ობიექტი. მათ შორის რეგ. ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტის 3 გზისა და ორი სანიაღვრის მოწყობა.
მუნიციპალური გზების მოვლა-შენახვის მომსახურეობისთვის გათვალისწინებულია 298 000 ლარი.
მიმდინარე წელს საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციის 2 პროექტი განხორციელდება, ხოლო ტროტუარების რეაბილიტაციის 3 ობიექტი, მათ შორის 2 მიმდინარე გახლავთ.
რაც შეეხება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ამ მიმართულებით მიმდინარე წელს დაგეგმილია 186 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. კერძოდ, ე.წ. ანდრეევკის მინი სტადიონის რეაბილიტაცია, რეაბილიტაციის პროცესი ობიექტზე უკვე მიმდინარეობს. გარდა ამისა ქალაქ ბოლნისის N6 ბაღის მიმდებარედ იგეგმება ახალი მინი სტადიონის მშენებლობა.
წყალსადენ-კანალიზაციის მოწესრიგების კუთხით დაგეგმილია სოფელ რაჭისუბნის ყარაბულახის წყლით მომარაგების სამუშაოები 100 000 ლარის ღირებულებით, ასევე განხორციელდება დაბა თამარისის სასმელი წყლის 5 კილომეტრიანი მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია. წელსვე სოფელ ბოლნისში 82 300 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს სასმელი წყლის საწმენდი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ალტერნატიული საირიგაციო სისტემის მონტაჟს, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას, სარწყავი წლის უწყვეტი მომარაგებით. დამონტაჟება 2 300 მეტრი სიგრძის ახალი მილები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება 240 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვა, რაც სარგებელს მოუტანს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებელ რამდენიმე ათას ადამიანს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში წარმატებით ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საკითხი საჭიროებს მოგვარებას., რომლებიც მოდევნო წლებში ეტაპობრივად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები