IRI-ის კვლევით, ყველაზე მაღალი რეიტინგი მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს

IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.
რეიტინგში მეორე ადგილი – 86 %-ით ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას უკავია. შემდეგ 59 %-ით მოდის პოლიცია, 55 %-ით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 52 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45 %-ს კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის. 40 % აფასებს დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, 39 % – სახალხო დამცველის აპარატის, ასევე 39 % კი პარლამენტის, ხოლო 38 % – სამთავრობო გუნდის.
რაც შეეხება უარყოფით პასუხებს, გამოკითხულთა 70% საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას ასახელებს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საკუთარ ვებგვერდზე, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალური შედეგები დღეს გამოაქვეყნა. გამოკითხვა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 1501 რესპონდენტი, ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები