თბილისიდან ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება
ავიაკომპანია “აირზენა” თბილისიდან ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს.
შესაბამის ინფორმაციას კომპანია “ტავ ჯორჯია” ავრცელებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები 5 ივლისიდან, კვირაში ერთხელ შესრულდება.