ნაძალადევში კორპუსების წყალ-კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების წყალ-კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ზღვის უბანში (თემქა) – მე-11 მ.რ, მე-2 კვარტლის მე-20 კორპუსში, სადაც კანალიზაციის სისტემა მთლიანად იცვლება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ მისამართზე შიდა ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. კონკრეტულად, ამ პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 60 651 ლარი გამოიყოფა. გამგეობა, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მსგავსი ტიპის სამუშაოების ღირებულების 85%-ს ანაზღაურებს.
2017 წლის იანვრიდან დღემდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობამ წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაციის 13 პროექტი დაამტკიცა. უკვე დაფინანსებული პროექტების გარდა, წლის ბოლომდე ანალოგიური სამუშაოები კიდევ რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები