თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გიულენის 113 ათასი მომხრე დააკავეს

2016 წლის 15 ივლისის შემდეგ, როდესაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, ქვეყანაში 113 ათასი ადამიანი დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ცნობით, ეს პირები ისლამის მქადაგებელთან და ოპოზიციონერთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ „ანადოლუ’ იუწყება.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად პატიმრობაში რჩება 47 ათასი ადამიანი, მათ შორის 10 ათას 700 პოლიციელი, 7 ათას 463 სამხედრო, 168 გენერალი. 2575 მოსამართლე და პროკურორი, 26 177 სამოქალაქო პირი და 208 სახელმწიფო მოხელე. ამავე ინფორმაციის მიხედვით, 863 პირი მიმალვაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები