თბილისის გარკვეულ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

 მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, ხვალ სატრანსპორტო გადაადგილება რამდენიმე საათით შეიზღუდება. მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებია. ​
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სატრანსპორტო მოძრაობა 19:00 საათიდან აღდგება. მერიის ცნობითვე, ამის გამო, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე შინდისის, წავკისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთისა და ოქროყანის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს: ავტობუსები ორბელიანის მოედნიდან პუშკინის ქუჩით ავლენ თავისუფლების მოედანზე, მოტრიალდებიან ბარათაშვილის ქუჩისკენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გორგასლის ქუჩის გავლის შემდგომ, აუხვევენ შინდისის ახალ გზატკეცილზე, საიდანაც გზას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.
ზემოთჩამოთვლილი დასახლებებიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი არ იცვლება. ​შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს, საგანგებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები