შს მინისტრის მოადგილე: წინა წლებთან შედარებით, გაათმაგებულია შემაკავებელი ორდერების რაოდენობა

“წინა წლებთან შედარებით, გაათმაგებულია შემაკავებელი ორდერების რაოდენობა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არ არის და პოლიციას პრევენციისთვის მეტი მომზადება სჭირდება.
„წინა წლებთან შედარებით, გაათმაგებულია შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. თუმცა, ვფიქრობთ, ეს საკმარისი არ არის. პოლიციას სჭირდება მეტი მომზადება პრევენციისთვის. როდესაც ოჯახში პრობლემაა, პოლიციელის ერთხელ მისვლაც კი საკმარისი უნდა იყოს, რომ ოჯახური კონფლიქტი ძალადობაში არ გადაიზარდოს. რაც შეეხება ქურდობას, ეს მაჩვენებელი გაზრდილია და ჩვენ უკმაყოფილო ვართ ვითარებით. ეკონომიკური დანაშაულების მხრივ, როგორიც არის ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა – ვითარება გაუმჯობესებელია“, -აცხადებს შალვა ხუციშვილი.
რაც შეეხება კრიტიკას, რომ საქმეები სწორად არ კვალიფიცირდება, რადგან ეს დანაშაულის სტატისტიკაზე არ აისახოს, შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები სპეკულაციას წარმოადგენს.
„კვალიფიკაციის საკითხი პროკურატურასთან ერთად წყდება. პროკურატურა კი არ შეიძლება ვინმემ ჩათვალოს ამ მხრივ დაინტერესებულ მხარედ. შეიძლება იყოს არასწორი კვალიფიკაციის ერთეული შემთხვევები. ისმის სპეკულაციები დანაშაულის რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ეს სიცრუეა. დაინტერესებული რომ ვიყოთ დანაშაულის მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირებით, კიბერდანაშაულთან ამდენი კამპანია გვექნებოდა? ყველამ იცოდა, რომ ამ კამპანიის შემდეგ, მიმართვიანობა გაიზრდებოდა. ჩვენი მიზანია დანაშაულის გამოვლენა“, -აცხადებს შალვა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები