3 და 5 აპრილს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქვესადგურში “გარდაბანი 500” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის უბნებს 3 და 5 აპრილს, ღამის 04:00 საათიდან 04:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება 5 წუთით შეეზღუდება.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: მთაწმინდას, ბაგებს, ნუცუბიძეს და საბურთალოს ნაწილს; ასევე ქ. რუსთავს და მის მიმდებარე სოფლებს, ქ. გარდაბნის ნაწილს.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები