ვიქტორ დოლიძე: თუ ვინ დაესწრება პრეზიდენტის გამოსვლას, ეს დღის წესრიგით დადგინდება

თუ რომელი მინისტრები დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას, საკითხი დადგინდება მთავრობის დღის წესრიგის მიხედვით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის ინფორმაცითვე, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თუმცა, მინისტრთა დღის წესრიგიდან გამომდინარე, თუ რომელი მინისტრი დაესწრება პრეზიდენტის გამოსვლას, ეს ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
“ჩვენ უნდა მოვითათბიროთ პრემიერ-მინისტრთან, თუ ვინ დაესწრება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას. ეს საკითხი დადგინდება მთავრობის დღის წესრიგის მიხედვით. თუმცა იმას, რომ ესწრება პრემიერი და რამდენიმე მინისტრი, დღესვე დაგიდასტურებთ. ვფიქრობ, კარგია ამგვარი ვიზიტი და ანგარიშის მოსმენა და შემდგომ დისკუსიასაც დადებითაც ვუყურებ. დღის წესრიგიდან გამომდინარე, შესაძლოა, სრული შემადგენლობით მთავრობა ვერ დაესწროს, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი დაესწრება”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები