რუსთაველზე მომხდარი ავარიისას ველოსიპედისტი დაშავდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავარია მოხდა, რა დროსაც ველოსიპედისტი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, მომხდარის შედეგად დაშავდა ველოსიპედისტი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები