დალია გრიბაუსკაიტე საერთაშორისო ფორმატებზე საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას წარადგენს

საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტების შეთანხმების საფუძველზე, გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფოებრივ პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო ფორმატებზე, რომლებსაც საქართველო ვერ დაესწრება, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე წარადგენს.
აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს წინ წასწევს.
„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და დღეს ჩვენ შევთანხმდით ქალბატონ დალიასთან, რომ ფორმატებში და იმ ფორუმებში, სადაც საქართველო არ ან ვერ იქნება წარმოდგენილი, ლიტვის პრეზიდენტი ილაპარაკებს პირადად ჩემი სახელით და დააფიქსირებს იმ პოზიციას, რაც მე მაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს ყველა ფორმატში და ყველა ფორუმზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიტვის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლიტვას და მის პრეზიდენტს პიროვნულად ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული და დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები