აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებიდან გენეტიკური პროფილების აღებას დევნილთა სამინისტრო დააფინანსებს

“ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი გამოიყოფა, რათა მოხდეს აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებიდან გენეტიკური პროფილების აღება, რომლითაც შესაძლებელი გახდება გარდაცვლილთა იდენტიფიცირება”, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, უჩა ნანუაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ამდენი წლის განმავლობაში ისიც კი არ იცოდნენ, სად იყო მათი ოჯახის წევრის საფლავი.
„ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ მოხდეს აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებიდან, დაახლოებით 1 000 ადამიანიდან, შესაბამისი გენეტიკური პროფილების აღება, რომელიც მერე შეიძლება გამოგვადგეს გარდაცვალებულთა იდენტიფიცირებისთვის. ეს არის პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მასში ჩართულია ქართული მხარე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და შუამავლობას საერთაშორისო წითელი ჯვარი გვიწევს. წინასწარი შეთანხმებით, ზუსტი ციფრების თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთლიანობაში, წელს ბევრად უფრო გაკეთდება საქმე ამ მიმართულებით, ვიდრე გაკეთდა წინა წლების განმავლობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები