საბურთალოს რაიონში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სახურავებისა და ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” გამგეობიდან აცნობეს, ამჟამად რეაბილიტაცია 28 ბრტყელ და 8 ქანობიან სახურავს უტარდება.
გარდა ამისა, საბურთალოს რაიონში, კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია სულ 24 ობიექტს ჩაუტარდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დღეს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები