მიხეილ ჯანელიძე: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება იყო გზავნილი მსოფლიოსთვის

“ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტიციების და თითოეული თქვენგანის აღიარება, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გაქვთ საქართველოს პასპორტი, გაქვთ თავისუფლება, გადაადგილდებოდეთ ევროკავშირის მასშტაბით,  შედიოდეთ თავისუფლად, მაშინ, როდესაც ეს არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროკავშირისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯაელიძემ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე ანაცხადა.
მინისტრის განცხადებით, საქართვეოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა გამოწვევებით სავსე პერიოდში მიიღო, როდესაც დიდია მიგრაციული ნაკადი. მიხეილ ჯანეიძის შეფასებით, ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაფორმება იყო მნიშვნელოვანი განაცხადი ევროკავშირის მხრიდან. 
“საქართველომ ყველა რეფორმა გაატარა და მიუხედავად ევროკავშირში არსებული მიგრაციული კრიზისისა, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სწორედ ამიტომ, დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჟღერდა, რომ მიუხედავად  მიგრაციული კრიზისისა, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის. ეს იყო მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის. ეს იყო ძალიან პოზიტიური, 28 მარტი იყსაქართველოს ზეიმის დღე ბრიუსელში, სადაც ყველა აღნიშნავდა, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, რამდენად სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა ის ევროკავშირისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.
ვიზალიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ქუთაისს ეწვია. საგარეო საქმეთა მინისტრი იმერეთის რეგიონში,  საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები