ჯანელიძე აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე – ეს აქტიური მუშაობის შედეგია

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს აშშ-სთან ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია.
მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ საქართველოს აქვს ძალიან აქტიური ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კონგრესთან, წარმომადგენლობით პალატასთან და სენატთან.
“ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, მოხდა რეზოლუციის ინიცირება სენატში. სენატმა, წარმომადგენლობითმა პალატამ, ასევე სექტემბერში მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ასევე ორპარტიული იყო“, – განმარტავს ჯანელიძე.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ორპარტიული რეზოლუციაც მოიპოვებს მხარდაჭერას სენატის მხრიდან. მისი შეფასებით, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ აშშ მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები