გიგლა აგულაშვილი გურიაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გურიის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი პროექტი „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ გახდა, სადაც მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი გურიის რეგიონში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობას, სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი თემების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გადაწყვეტილებების მიღებაში მათ გააქტიურებას და ჩართულობას გულისხმობს. ამასთანავე, პროექტი გურიის მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის 5-წლიანი მუნიციპალური გეგმების შემუშავებაში ექსპერტულ დახმარებას ისახავს მიზნად.
​შეხვედრას “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე, მხარის რწმუნებული გია სალუქვაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
​პროექტი “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების”, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები