საბურთალოს გამგეობამ 19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ რაიონში არსებული 19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო – „თვითმმართველობა სკოლებში“ ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებასა და მისი არსის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
პროექტის პირველი საპრეზენტაციო შეხვედრა დღეს N62 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ გახსნა და ადგილობრივი თვითმმართველობის არსზე ისაუბრა, მისი თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა და სამოქალაქო თვითშეგნების მაღალი დონე განსაზღვრავს რაიონის, ქალაქის და ქვეყნის წარმატებულ განვითარებას.
სალექციო კურსს მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ზაზა ქოიავა კითხულობს.
აღნიშნული სალექციო კურსი მოიცავს ვიდეორგოლების ჩვენებას, დისკუსიებს, კონკრეტული შემთხვევების განხილვას, ასევე,  სპეციალური კითხვარების შევსებას ლექციის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ.
„თვითმმართველობა სკოლებში“ სამთვიანი პროექტია და ის რაიონის 19 საჯარო სკოლაში ეტაპობრივად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები