“სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“- ვიდეორგოლში დარღვევა არ აღმოჩნდა

„სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო” -ამ შინაარსის ვიდეორგოლში დარღვევა არ აღმოჩნდა. საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევდა, რომ „New Studio“-ს მიერ დამზადებული ვიდეორგოლი სასტიკი ძალადობის სცენებს შეიცავს და ბავშვის ფსიქიკისთვის დამაზიანებელ პროდუქციას წარმოადგენს. ორგანიზაცია ითხოვდა არასრულწლოვანთათვის დაუშვებელ პროდუქციაზე შესაბამისი ნიშანდების დადების დავალდებულებას. განხილვაში ჩართული იყო „კავკასუს ონლაინი“, როგორც .GE დომენის გამცემი.
კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეორგოლი ავტორის გამოხატვის თავისუფლებაა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, არ წარმოადგენს დაუშვებელ პროდუქციას. ასევე, ინტერნეტსივრცეში განთავსებულ პროდუქციაზე ნიშანდების დადების დავალდებულებას ვებგვერდებისთვის საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები