საბურთალოს რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას განაგრძობს

დღეს პეკინის N9-ში მდებარე მოედანზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მოადგილეებთან და გამგეობის შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან ერთად, გაეცნო.
აღნიშნულ მოედანზე მოეწყო მესამე თაობის ხელოვნური ბალახი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო ფარები.
ბექა მიქაუტაძე მოსახლეობასაც შეხვდა და მათ იმ მოსასვენებელი სკვერის პროექტი გააცნო, რომლის მოწყობაც მიმდინარე წელს იგეგმება.
2017 წელს, საბურთალოს რაიონის გამგეობა, სულ 22 სპორტულ მოედანს მოაწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები