პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

„გამართული კონსტიტუცია საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების საფუძველი იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას.
მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმით და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია განიხილავს. მისი თქმით, კომისიის სამუშაო ჯგუფები თემატურ შეხვედრებს ინტენსიურად მართავენ და ინკლუზიური პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს.
შეხვედრის დასასრულს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცეს და ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანას წარმატებები უსურვეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სახალხო დამცველთან გამართავენ.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები