“ჩვენ არ ვაყალბებთ არჩევნებს და მაინც ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას”

ჩვენ არ ვაყალბებთ არჩევნებს და მაინც ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გადაცემა “არჩევანში” განაცხადა და ოთარ კახიძეს მიმართა.

„ჩვენ ბევრი საქმე გავაკეთეთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით. ჩვენ არ ვაყალბებთ არჩევნებს და მაინც ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ამას აფასებს ჩვენი საზოგადოება. ამაზე დიდი შესაფასებელი კრიტერიუმი არ არსებობს და არცერთმა დემოკრატიამ ამაზე დიდი არაფერი იცის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები