ტაეკვანდოს ჩემპიონატში მარტვილელებმა წარმატებით იასპარეზეს

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტაეკვანდოში ( I.T.F.) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს (სხვადასხვა წონით კატეგორიებში):
I ადგილი – ზაალ ახალაია, დავით ქიქავა, ლუკა გვაზავა, ვაჟა ბართია, დავით წოწონავა, ნიკა ნაჭყებია, ნინო გადილია, ანი ახალაია, შოთიკო წიფურია;
II ადგილი – ვახტანგ ლაშხია, ელენე კვაშილავა, გოგიტა ქობალია;
III ადგილი – გიგი ქობალია, ჯონი გაბედავა, მარიამ ნაჭყებია.
გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები