ბოლნისში, ხანძარს 26 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლნისში, გაჩენილ ხანძარს 26 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა, დღეს ნაშუადღევს წმინდა ნინოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სანაძრო 2 ბრიგადა მივიდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძარმა საცხოვრებელი სახლის 40 კვ.მ ფართობი გაანადგურა.
შს სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაუდევრობით დაზიანებას გულისხმობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები