ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად, აღმაშენებლის გამზირზე კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს

თბილისში, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს. განახლებულ გამზირზე დილიდან ხალხმრავლობაა. „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ – ეს ღონისძიების მთავარი სლოგანია.
მერიის ინფორმაციით, 27 მარტს 21:00 საათზე ევროპის მოედანზე, სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის – საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გალა კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით და ოპერის ქალთა გუნდი.
28 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები