ლოტკინზე გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლოტკინზე, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია 100 კვ.მ ფართი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები