საჩხერის სამედიცინო ცენტრში 8 აპრილს უფასო კონსულტაციები გაიმართება

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მსურველებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ თბილისიდან მიწვეული ქირურგი, მედიცინის დოქტორი ბაკურ არაბული და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი დიანა გიორგაძე.

ექიმ ბაკურ არაბულთან უფასო კონსულტაციების გავლა შეუძლიათ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ მუცლის ღრუს ოგანოების ლაპარასკოპიული ოპერაციები – ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, დიაფრაგმის საყლაპავის თიაქარის ოპერაცია.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პათოლოგიების გამოსავლენად პაციენტებს ასევე უფასოდ ჩაუტარდებათ მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, საჭიროებისას – ღვიძლის ფუნქციურის სინჯები.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის უფასო აქციის ფარგლებში პაციენტებს ეძლევათ საშუალება, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსია-ციტოლოგია, ჰორმონალური გამოკვლევა და კომპიუტერული კვლევა ჩაიტარონ.
Ani Shengelia

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები