გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიევში სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 27 მარტს გაიმართება. სხდომის შემდეგ, მთავრობების მეთაურები პრესკონფერენციას გამართავენ.
სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების  მეთაურები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიების პირველი პანელის ფარგლებში მონაწილეები სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივებს განიხილავენ, მეორე პანელზე საუბარი სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ იქნება.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი უმასპინძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები