საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურ აქციას – „დედამიწის საათი” შეუერთდა

საქართველო დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ საერთაშორისო აქციას შეუერთდა. „დედამიწის საათის” მეათე რაუნდთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეში 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, ელექტროენერგია გამოირთო.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღნიშულ კამპანიაში გასულ წლებშიც მონაწილეობდა.
2017 წელს „დედამიწის საათის” გლობალური თემა არის კლიმატის ცვლილება, როგორც სამყაროს წინაშე მდგომი ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევა. სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლური ღონისძიება პირველად 2007 წელს, სიდნეიში ჩატარდა.
ყოველწლიური, აქცია „დედამიწის საათი” კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად ტარდება. აქციის ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნებში, ერთი საათის განმავლობაში, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება გამოირთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები