მძღოლი, რომელმაც მცირეწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია

თბილისში, 22 მარტს მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია ავრცელებს.
“22 მარტს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია”, – წერს პერტაია სოციალურ ქსელში.

22 მარტს მომხდარ ავარიას მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი ბორდიურზე მდგომ დედა-შვილს დაეჯახა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები