“ცენტრალური ქუჩები არ უნდა ეკავოს გარევაჭრობას, მაგრამ მოქალაქეები უპატრონოდ არ უნდა დარჩნენ”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ თბილისის ცენტრალური ქუჩები გარემოვაჭრეებს არ უნდა ეკავოთ, ამიტომ საჭიროა აღნიშნული მოქალაქეებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამის შესახებ მან თბილისის მერისა და “ქართული ოცნების” წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“გარემოვაჭრეების პრობლემებზე იყო საუბარი, ჩვენ ტურისტულ პოტენციალზე ვისაუბრეთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, განვითარებისთვის. რასაკვირველია, ცენტრალური ქუჩები არ უნდა ეკავოს გარევაჭრობას, მაგრამ აღნიშნული მოქალაქეები უპატრონოდ არ უნდა დარჩნენ, ამიტომ, ფულად კომპენსაციაზე გვქონდა საუბარი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს დავით ნარმანიასა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის შეხვედრა შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები