„დედამიწის საათთან” დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებში ელექტროენერგია გამოირთვება

საქართველო დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ საერთაშორისო აქციას უერთდება.
„დედამიწის საათის“ მეათე რაუნდთან დაკავშირებით, დღეს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებში ელექტროენერგია გამოირთვება.
2017 წელს „დედამიწის საათის” გლობალური თემა კლიმატის ცვლილებაა, როგორც სამყაროს წინაშე მდგომი ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევა.
ელექტროენერგიის ერთი საათით გამორთვის სიმბოლური ღონისძიება პირველად 2007 წელს, სიდნეიში ჩატარდა.
შეცვალე კლიმატის ცვლილება – „დედამიწის საათის“ მეათე რაუნდი მსოფლიოში დღეს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები