ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 3 პირი დააკავეს

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 3 პირი დააკავეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა – 225 -ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
11-12 მარტის ღამეს, ბათუმში, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ, მოქალაქეების აქცია გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს და მანქანები დაწვეს, მათ შორის სამართალდამცავი უწყების მფლობელობაში არსებული. აქციის დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბათუმის ქუჩებში უკონტროლო სიტუაცია დაახლოებით 8 საათვის განმავლობაში გრძელდებოდა. ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და ქალაქს 150 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.
11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა რამდენიმე ათეული პირი დააკავეს.  მათი უმეტესობა ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული, ხოლო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ 15 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მათ შორს ერთი არასრულწლოვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები