პალესტინელი ახალგაზრდა თბილისში მდებარე რუსული ეკლესიის ჭიშკარს ანგრევდა (ვიდეო)

პალესტინელი ახალგაზრდა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე რუსული ეკლესიის ჭიშკარს ანგრევდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დამნაშავე დააკავეს.
“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, ჩვენ გამოვცხადდით შემთხვევის ადგილზე. აღნიშნული პიროვნება სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იქნა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო და დააკისრა ჯარიმა 100 ლარი. სასამართლო პროცესის შემდეგ დამნაშავე გაათავისუფლეს”, – განუცხადეს „კვირას“ შსს-ში.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვახტანგ მუჯირიშვილმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ ანგრევდა პალესტინელი მიგრანტი თბილისში რუსული ეკლესიის კარს ფეხით.
“მე რაზეც ადრე ვლაპარაკობდი და გაფრთხილებდით, დღეს დილით პლეხანოვზე, ლურჯ მონასტერთან ჩამოთრეული პალესტინელი ანგრევდა ფეხით შესასვლელ კარებს…” – წერს მუჯირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები