როდინაულში საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, როდინაულის გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 5 468 323 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 15 კმ – მდე გზის კეთილმოწყობა. მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა, გზის ზედაპირის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით, მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობა, დაზიანებული მოაჯირების განახლება, საგზაო ნიშნების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 6 სოფლის 1500 ოჯახი შეძლებს. როდინაულის გზის მშენებლობის სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ ზედამხედველობის სამსახურთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები