დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დეკანოზს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარის კიდევ ერთი მოთხოვნა სინოდის წევრების სასამართლო პროცესზე დაკითხვაა. ადვოკატები სინოდის სხდომის იმ გადაწყვეტილების გაუქმებასაც ითხოვენ, რომლის მიხედვითაც მამა გიორგი მამალაძე გათავისუფლებულია საპატრიარქოში დაკავებული თანამდებობებიდან.
​რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის თქმით, სანამ მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია, ის ვერ შეასრულებს კლინიკის დირექტორის მოვალეობას. რაც შეეხება მის გადაყენებას, მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მამა გიორგი გამართლდეს და მისი გადაყენება არ გახდეს საჭირო. ის ასევე აღნიშნავს, რომ ნდობას უცხადებს გამოძიებას, სასამართლოს და ელოდება გამოძიების შედეგებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები