ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებამ წმინდა სინოდის რამდენიმე პირი დაკითხა

ე.წ. ციანიდის საქმეზე წმინდა სინოდის რამდენიმე პირი დაიკითხა. საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, გამოძიებამ დაკითხა ის სასულიერო პირები, რომლებიც გერმანიაში პატრიარქს ახლდნენ. მისივე თქმით, გამოძიებამ ის პირებიც დაკითხა, რომლებიც დეკანოზ გიორგი მამალაძემ დაასახელა.
იურისტის განმარტებით, ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება სინოდის 3-მა წევრმა მისცა. მათ შორის არის კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანი, რომლის ინფორმაციითაც, ასევე, დაიკითხნენ მეუფეები თეოდორე და იაკობი.
​როგორც ცნობილია, “ციანიდის საქმის” სკანდალის შემდეგ, ბოტკოველმა პატრიარქის პრესმდივნის თანამდებობა დატოვა. თუმცა, მამა მიქაელ ბოტკოველი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოში იგივე თანამდებობაზე 20 მარტს კვლავ დაბრუნდა.
”რაც მქონდა ინფორმაცია, მივაწოდე იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით. მოხსენიებული ვარ ერთ-ერთ წევრად, მამალაძე მახსენებს ჩანაწერში და ალბათ, ნახეთ. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაიკითხნენ მეუფე თეოდორე და მეუფე იაკობი“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები