“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ეკა მიშველაძის სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” იურისტი დიმიტრი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის სარჩელთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ სასამართლოს მიერ გაჟღერებული მოტივაცია მიუღებელია სამართლებრივი თვალსაზრისით. რაც მთავარია, სასამართლომ დისკრიმინაციის მოტივი გამორიცხა. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა იურისტმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გათავისუფლება უკანონოდ ცნო. სასამართლომ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” მისთვის კომპენსაციის სახით, 30 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჟურნალისტი ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ჟურნალისტმა სასამართლოს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები