სასამართლომ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კიდევ ორი პირი დააჯარიმა. სასამართლომ ი.ბ-სა და მ. მ-ს 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ორივე პირმა წარდგენილი ბრალდება აღიარა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, სულ 74 პირი დააკავეს. მათგან უმრავლესობას ჯარიმა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები