შემოსავლების სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, 1364 ღერი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.
აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო ფილტრიანი სიგარეტი master (67 კოლოფი და 1364 ღერი), მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკონტროლო შესყიდვის შედეგად გამოავლინეს.
საქონლის საბაზრო ღირებულებამ 135.2 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები კი საჩხერის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები