ლევან როსტოშვილს 8, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულები ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი.
როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები