მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან ბულისკერია, მეტსახელად „ლევან გალსკი“ დააკავეს. ბულისკერია სპეცოპერაციის დროს რუსეთის დედაქალაქის ცენტრში აიყვანეს.
ჩხრეკის დროს, მას ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის“ მუხლით. ამჟამად პოლიცია „ლევან გალსკის“ თანამზრახველებს ეძებს.
გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, ლევან ბულისკერია „ქურდად“ 2000 წელს “აკურთხეს“. 2009 წელს ის დააკავეს და 3,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. “ლევან გალსკის” ნათესავები – ბიძაშვილი იკა გალელი და რენო გალელი ასევე კრიმინალური ავტორიტეტები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები