ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება

“28 მარტს სტუდენტებთან ერთად მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში – ათენში, შემდეგ კი ევროპის პოლიტიკურ ცენტრში – ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება – ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეეხო. მისი თქმით,  დაგეგმილია, ასევე, სამდღიანი საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით.
„რამდენიმე დღეში, ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის მხრიდან ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, სამი დღის განმავლობაში, გვექნება სპეციალური ღონისძიებები – 26, 27 და 28 მარტს. ამ მოვლენას საგანგებოდ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს ქვეყნა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები