ყაზბეგის გამზირზე ავტომანქანა პრესის ჯიხურში შევარდა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ავტომანქანა პრესის ჯიხურში შევარდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ მგზავრთა მოსაცდელს დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა – ახალგაზრდა გოგონამ – საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას “ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები