1 თვის წინ გასროლის შედეგად მიღებული ტრავმით გორის ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, ბადრი შავაძე გარდაიცვალა. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ბადრი შავაძე ჰოსპიტალში იარაღიდან გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით მოათავსეს.
„თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხანგრძლივი მკურნალობისა და მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, 1998 წელს დაბადებული ბადრი შავაძე გარდაიცვალა. შავაძე, ა/წ 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მოათავსეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები