ბათუმის სასამართლომ ჯიმი ვარშანიძეს, რომლის დაკავებასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა, 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯიმი ვარშანიძეს, რომლის დაკავებასაც ბათუმში საპროტესტო აქცია მოჰყვა, 100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 11-12 მარტს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ბრალდებული ჯიმი ვარშანიძის და რამაზ ხიმშიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევ ჯიმი ვარშანიძეს 100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა.
ჯიმი ვარშანიძე და რამაზ ხიმშიაშვილი ის პირები არიან, რომელთა დაკავებასაც 11 მარტს, ბათუმში საპროტესტო აქცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები