ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – „ბექა შენგელია შეურაცხადია“

დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება იმ გამომძიებელს კითხავს, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა. მოწმის დაკითხვის შემდეგ აუდიო-ვიდეო მასალებს გამოიკვლევენ. საუბარია გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ვიდეომასალებზე, სადაც ბრალდებულების გადაადგილებაა ასახული. სხდომას ორივე ბრალდებული, ბექა შენგელია და ირმა ყოჩიაშვილი ესწრებიან. სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბრალდებულ ბექა შენგელიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეურაცხადია და ის დაკავების დღიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაშია.
“ბექა შენგელია შეურაცხადია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – განაცხადა ადვოკატმა.
19 ოქტომბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა ბექა შენგელიასთან ერთად დედა, 1940 წელს დაბადებული ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშა, ხოლო შემდგომ გაგუდა და დანის დარტყმით მოკლა. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. 76 წლის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო. კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა ასევე ბექა შენგელიამაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები